"NATO-ს ტერიტორიის თითოეულ ინჩს დავიცავთ" | შოლცი პუტინს

გამოქვეყნდა:

"NATO-ს ტერიტორიის თითოეულ ინჩს დავიცავთ", - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა აღმოსავლეთ აღმოსავლეთ გერმანიის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და პუტინს მიმართა. 

"რუსეთის მხრიდან საფრთხე განგრძობადია. ამის გამო, ჩვენ და სხვა მოკავშირეებმა გასულ წელს ბალტიისპირეის ქვეყნებში დამატებითი შენაერთების განლაგება გადავწყვიტეთ, მომავალში კი მთელი ბრიგადის განლაგება გვსურს, - განაცხადა შოლცმა. 

მისივე თქმით, იმისთვის, რომ რუსეთმა დაინახოს, რომ NATO-ს ტერიტორიის დასაცავად მზად არიან, პოლიტიკის ასეთი შემობრუნება აუცილებელია. 

შეგახსენებთ, რომ NATO-ს წევრები პუტინმა მიმდინარე კვირის დასაწყისში გააფრთხილა, რომ უკრაინას იარაღი არ მიაწოდონ. ამას სტოლტენბერგმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს მათ აქამდეც მოუსმენიათ, თუმცა თავდაცვა ესკალაციას არ ნიშნავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი