
თბილისის მერი, კახი კალაძე ჟურნალისტებს ეუბნება, რომ ვერ დაუსახელებენ მაგალითს, თბილისში მშენებლობა მიმდინარეობდეს ისეთ ადგილზე, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს დასკვნა, რომ მსგავსი რამ არ შეიძლება.
"ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ სადაც არის დასკვნა გაკეთებული და მითითება მიცემული, მაგალითად, ვერეს ხეობა, სადაც არ შეიძლება მშენებლობა კონკრეტულ ადგილებში და იქ მაინც მიმდინარეობს მშენებლობა. არ არსებობს ასეთი. ან სხვა ადგილები ავიღოთ. თბილისში არის კონკრეტული ადგილები, რომელიც შეიძლება საშიში იყოს, თუნდაც უხვი ნალექიდან გამომდინარე, გვაქვს ამის სამწუხარო მაგალითები, თუმცა ამ კონკრეტულ სივრცეებში არანაირი მშენებლობა არ მიმდინარეობს," - განაცხადა მერმა.
კალაძემ ჟვანიას ქუჩის მაგალითი დაასახელა, სადაც, მისი თქმით, შესაბამისი დასკვნების საფუძველზე მშენებლობების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს.