თუ კანონს არ დაემორჩილებიან, არსებობს ჯარიმები, შემდეგ მოხდება ყადაღის დადება, ფუნქციონირებას ვერ შეძლებენ | კალაძე ორგანიზაციებზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახი კალაძე ამბობს, რომ თუ ორგანიზაციები რუსულ კანონს არ დაემორჩილებიან, ჯერ მათი დაჯარიმება მოხდება, შემდეგ ყადაღას დაადებენ, საბოლოოდ კი ისინი ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებენ.

"თუ არ დაემორჩილებიან, ამისთვის არსებობს ფინანსური ჯარიმების დაკისრება, შემდეგ კი მოხდება ყადაღის დადება. ისინი ფუნქციონირებას ვერ შეძლებენ და ვერც თანხების მიღებას. თუ მართლა კეთილ საქმეს აკეთებენ და ბოროტი ზრახვები არ აქვთ, რა პრობლემაა დეკლარაციის შევსება და ფინანსების ჩვენება? თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ ეს პოლარიზაცია, რევოლუციური სცენარის დაფინანსება - ყველაფერი ხდებოდა ამ გაუმჭვირვალობის გამო",- თქვა კალაძემ.

რუსულ კანონს ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, 3 ივნისს მოაწერა. ის საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი