
ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ისევ ჩაიშალა. სხდომაზე "ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები არ მივიდნენ, შესაბამისად, კვორუმი ვერ შედგა. ადგილზე "ახალისა" და "გახარია საქართველოსთვის" წევრები იმყოფებოდნენ.
საკრებულოს უნდა ემსჯელა ჯამში 9 პირის, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე. ინიციატორი "ქართული ოცნებაა".
ამ საკითხს კენჭი ზუგდიდის საკრებულოში ვერც წინა კვირას უყარეს.
ავტორი: ემა გოგოხია