"ევროოპტიმისტების" დეპუტატის, ხატია დეკანოიძის თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების ოჯახის წევრებს უკვე მისდით შეტყობინებები აშშ-ის ვიზების გაუქმების შესახებ. მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ სანქციები მათაც დაეკისრებათ, ვინც ძალადობას აორგანიზებს და მასში მონაწილეობს.
"ძალიან მალე იქნება სანქციები. მე მაქვს უკვე ინფორმაცია, რომ კონკრეტულად არსებობენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ვისი ოჯახის წევრებსაც უკვე მისდით კონკრეტული შეტყობინებები ზუსტად ვიზების გაუქმების შესახებ. ეს ინფორმაცია მალე გავრცელდება. მე, რა თქმა უნდა, კონკრეტულად არაფრის დასახელებას არ ვაპირებ", - თქვა დეკანოიძემ.
24 მაისს ამერიკის სახელმწიფო მდივნმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობა ძირფესვიანად გადაიხედება, ამოქმედდება სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა. იხილეთ: