ოპოზიციური პარტიები "ქართულ ქარტიას" აწერენ ხელს | არსებული ინფორმაციით, საღამოს პრეზიდენტი მიღებას გამართავს

გამოქვეყნდა:

ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები "ქართულ ქარტიას" აწერენ ხელს. პროცესი 11:00 საათიდან დაიწყო. 

დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერეს - გია გაჩეჩილაძე - "მწვანეთა პარტია"; ეკა ბესელია - პარტია "სამართლიანობისთვის"; პაატა დავითაია - "ევროპელი დემოკრატები; ზურაბ ჯაფარიძე - "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის"; ელენე ხოშტარია - "დროა"; თაკო ჩარკვიანი; მამუკა ხაზარაძე - "ლელო"; ნიკა მელია - პარტია "ახალი"; ქეთევან თურაზაშვილი - პარტია "მოქალაქეები". პაატა მანჯგალაძე - "სტრატეგია აღმაშენებელი"; გიგა ბოკერია - "ევროპული საქართველო"; დავით ბერძენიშვილი- "რესპუბლიკური პარტია"; თინა ბოკუჩავა - "ნაციონალური მოძრაობა"; ნიკა მაჭუტაძე - "სახელმწიფო ხალხისთვის"; ბაჩუკი ქარდავა - "ეროვნულ - დემოკრატიული პარტია". 

"პარტია ახალის ხელმოწერა ამ დოკუმენტზე უკვე არის, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს დოკუმენტი ასახავს მომავლის საქართველოს და აქვე გაწერილია მომავლის უკეთესი საქართველოსთვის რა ნაბიჯებია გადასადგმელი აწმყოში. ვფიქრობ, ამ დოკუმენტის აღსრულების შემდეგ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ იქნება დემოკრატიული წეს-წყობილება, წარსულს ჩაბარდება პარტიული მმართველობის მიერ სახელმწიფოს ხელში ჩაგდების პრაქტიკა, ოლიგარქიული მმართველობა და დაუბრუნდება სახელმწიფო დასავლური განვითარების გზას", - თქვა "ახალის" თანათავმჯდომარე, ნიკა მელიამ.

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია განსხვავებული პოლიტიკური ძალების ერთობა იმ აუცილებელ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებიც "უნდა გადაიდგას ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ".

დოკუმენტს ხელს არ აწერენ "გახარია საქართველოსთვის" და "გირჩი". 

"მთავარის" ინფორმაციით, დღეს, საღამოს 8 საათზე, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი მიღებას გამართავს, სადაც ოპოზიციური პარტიები იქნებიან მიწვეულები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი