კობახიძე პარლამენტის წინაშე მოხსენებით 28 ივნისს წარდგება

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პარლამენტის წინაშე მოხსენებით 28 ივნისს წარდგება. ეს საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომა იქნება.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება წერილობითი ფორმით უკვე წარდგენილია. დოკუმენტი 2023 წლის ივნისიდან - 2024 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი