
„მე-3 დღეა და ერთი პირიც არ არის დაკავებული, როცა თავად "ოცნება" ადასტურებს, რომ მათი ორგანიზებით ხდება ოფისებზე თავდასხმა. ამის პარალელურად, გომელაურის "მილიცია" მოვარდა ცენტრალურ ოფისში და ცდილობენ სამუშაო პროცესში ხელშეშლას და თითქოს გამოძიებას ატარებენ.” - ნათქვამია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში:
„100-მდე შეიარაღებული, ნიღბიანი ბანდიტი, ტიტუშკა ივანიშვილის დავალებით თავს დაესხა ენმ - ს ცენტრალურ ოფისს, რა დროსაც პარტიის თავმჯდომარე თანამშრომლებთან და არასრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. 100- მდე ბანდიტი ცდილობდა ოფისში შეჭრას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას. მე-3 დღეა და ერთი პირიც არ არის დაკავებული, როცა თავად "ოცნება" ადასტურებს, რომ მათი ორგანიზებით ხდება ოფისებზე თავდასხმა. ამის პარალელურად, გომელაურის "მილიცია" მოვარდა ცენტრალურ ოფისში და ახლა ესენი ცდილობენ სამუშაო პროცესში ხელშეშლას და თითქოს გამოძიებას ატარებენ. შეგახსენებთ, ექსპერტებმა ყველა ნივთი - შუბი, რკინის ხელკეტები და ა.შ. ამოიღეს და წაიღეს. გამოძიება დაიწყეს მინის დაზიანებისთვის, ნაცვლად იმისა, რომ ბანდიტიზმის, 224-ე მუხლით აღეძრათ საქმე.
შეგიძლიათ იხილოთ როგორ გამოიყურება ივანიშვილის მსახური, გომელაურის მოგზავნილი "მილიცია", რომელიც პოლიციის სახელით ცდილობს ოფისში შემოჭრას. საკადრისი პასუხი მიიღეს და მოუწიათ შენობის დატოვება. შეგახსენებთ, რომ ეს 100 - მდე ბანდიტი ენმ - ს ოფისთან მოაცილა და შემდეგ გააცილა საპატრულო პოლიციად წოდებულებმა, ციმციმებიანი ავტომობილით.“ - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ენმ-ის ცენტრალურ ოფისს რამდენიმე ათეული ადამიანი 1 ივნისის ღამეს დაესხა თავს. ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს პარტიის ინვენტარი. ხის ჯოხებითა და ქვებით შეიარაღებული მოძალადეები ოფისში შეჭრასაც ცდილობდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს. თავდასხმის დროს შენობაში თანამშრომლები, მათ შორის ლევან ხაბეიშვილი და მისი არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა დაკავებული ამ დრომდე არავინაა.