"საქართველო წარმატებით ასრულებს თანამშრომლობის ყველა შესაბამის პუნქტს" |კობახიძე თავის ანგარიშში გვარწმუნებს, რომ დასავლეთი განხორციელებულ რეფორმებს გვიწონებს

გამოქვეყნდა:

პრემიერის წლიური მოხსენების ძირითადი ნაწილი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას ეხება. კობახიძე გვიმტკიცებს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე დასავლეთი განხორციელებულ რეფორმებს გვიწონებს:

"ევროკომისიის უკანასკნელი შეფასების თანახმად, საქართველო წარმატებით ასრულებს თანამშრომლობის ყველა შესაბამის პუნქტს, რაც უვიზო რეჟიმის შეუფერხებელი ფუნქციონირების გარანტს წარმოადგენს. 

საანგარიშო პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, გრძელდებოდა თანამშრომლობა როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე, ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საგარეო ურთიერთობების სხვადასხვა საკითხზე. ამასთან, აქტიურად გრძელდებოდა თანამშრომლობა ამერიკულ ბიზნესწრეებთან, წამყვან ანალიტიკურ ცენტრებთან, არასამთავრობო სექტორთან, მედიასთან, კვლევით ინსტიტუტებსა და აკადემიურ საზოგადოებასთან." ნათქვამია ანგარიშში. 

ირაკლი კობახიძე პარლამენტში ანგარიშით 28 ივნისს წარდგება. ეს იქნება მისი პირველი მოხსენება  პრემიერის რანგში. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი