პაპუაშვილის ხელმოწერით რუსული კანონო ამოქმედდა | იუსტიციის სამინისტრომ 2 თვეში სპეციალური ბაზა უნდა შექმნას

გამოქვეყნდა:

რუსული კანონი ძალაში შევიდა. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს ხელი მოაწერა კანონს, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით ქვეყანა რუსეთისკენ მიყავს და რომელიც მოღალატეობრივია. დღეიდან, გარკვეული ფორმალობების განხორციელების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს და მის პოლიტიკურ კლანს უკვე კანონის საფუძველზე შეეძლებათ რეპრესიების განხორციელება, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ადამიანის უფლებების დარღვევა. სწორედ ეს იქნება რუსული კანონის შედეგი არამთავრებო სექტორისთვის და მედიისთვის, თავად ქართული ოცნების დეპუტატები კი პასუხად დასავლურ სანქციებს მიიღებენ, რომლების ამოქმედების შესახებაც უკვე გავრცელდა პირველი ინფორმაცია. 

ახლა ჯერი იუსტიციის სამინისტროზეა. რატი ბრეგაძის უწყებამ 60 დღის ვადაში სპეციალური ბაზა უნდა შექმნას, სადაც სავარაუდოდ, ქართული ოცნებისთვის არასასურველი ორგანიზაციები მოხვდებიან. ზუსტად ორი თვის შემდეგ კი მათ ვალდებულება ექნებათ საჯარო რეესტრში რეგისტრაცია გაიარონ.

სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ რუსულ კანონს და ოლიგარქის გუნდის შანტაჟს არ დაემორჩილებიან. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი