"ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ უყოყმანოდ დავაწესებდით სანქციებს" | მილერი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კონკრეტული ინდივიდების დასანქცირების შესახებ განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ, თუმცა  კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ გადაწყვეტილება ძალაში რჩება: 

"ჩვენ გამოვაცხადეთ სანქციების ახალი პოლიტიკის შესახებ, მაგრამ ამ დრომდე არ გაგვიკეთებია განცხადება კონკრეტული ინდივიდების შესახებ. ამ თემაზე, აქ შევჩერდები, თუმცა ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ უყოყმანოდ დავაწესებდით ამ სანქციებს." აღნიშნა სახდეპის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.

24 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ აშშ რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. გვარები ამ დრომდე არ დასახელებულა, თუმცა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ოცნების" წარმომადგენლებს, მათ შორის, აღმასრულებელი ხელისუფლების პირებსა და მათი ოჯახის წევრებს აშშ-ის ვიზების გაუქმების შეტყობინებები მეილებზე უკვე მიუვიდათ.
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი