ქუთაისის 24-ე სკოლის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორს, ბუღალტერსა და საქმეთა მმართველს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფიცირების წყარო ე.წ. 32-ე სკოლის კლასტერია.

24-ე სკოლის დირექტორის, ელიზბარ ბარაბაქაძის ინფორმაციით, მისი სკოლის თანამშრომელს კონტაქტი ჰქონდა 32-ე სკოლის ბუღალტერთან, რის შედეგადაც დაინფიცირდა. პაციენტები საჩხერის სამედიცინო ცენტრში და და ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. სკოლის 45-ვე თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი უცვლელი დარჩა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 2 392;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 369;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5 882;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი