"რუსული სტილით ქართველ ხალხთან საუბარი" | პაპუაშვილის ბრალდება აშშ-ს

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ის მხრიდან მოსალოდნელ სანქციებს "რუსული სტილით საუბარს" უწოდებს. ის ამბობს, რომ არასწორია, როცა სტრატეგიულ პარტნიორ "მუქარით" ელაპარაკები და ამას არანაირი მნიშვნელობა საქართველოს ხელისუფლებისთვის არ აქვს.

"საქართველოსთვის სანქციები არ არის არაფერი სიახლე ამაში, ჩვენ წლებია, ათწლეულებია სხვადასხვა სანქციების ქვეშ ვართ ნამყოფი, მათ შორის რუსეთი არაერთხელ ცდილობდა სანქციებით მოეხდინა ზემოქმედება ქართველ ხალხზე. ეს არის რუსული სტილით ქართველ ხალხთან საუბარი და არ მგონია, რომ იყოს ვინმესთვის ეს სასიკეთო, რომ ასეთი ენით ესაუბრონ ქართველ ხალხს. ამიტომ, ამიტომ თავის მხრივ ამაზე ფიქრი და ამის გაჟღერება, არის არასწორი, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორთან საუბრობ სანქციების ენით და მუქარით და მეორე არის ის, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა საქართველოს ხელისუფლებისთვის არ აქვს", - თქვა პაპუაშვილმა.

24 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსულ კანონზე პასუხისმგებელი პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას, და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვებს აწესებს. მისივე თქმით, ამერიკა იწყებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი