
კახა კალაძის თქმით, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება "სამარცხვინოა" და ის "გონზე არ არის" რა პროექტზეა საუბარი:
„სამარცხვინოა მისი განცხადება. ზოგადად, მისი ქმედებებია სამარცხვინო ბოლო თვეების, ბოლო წლების განმავლობაში. მე თუ მკითხავთ, ეს ადამიანი საერთოდ გონზე არ არის, რა პროექტზეა საუბარი და რამდენად მნიშვნელოვანია ჩინური კომპანიის არსებობა. ეს ყველაფერი ხომ გამჭვირვალე იყო? თუ სურვილი ჰქონდათ ევროპულ და ამერიკულ კომპანიებს, მიეღოთ მონაწილეობა და მათ განეხორციელებინათ ეს პროექტი. ვინ უშლიდათ? ვინ შეზღუდა? გადაედგათ ეს ნაბიჯი და გაეკეთებინათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ანაკლიის პროექტის ჩინური კომპანიისთვის ჩაბარება გუშინ, ქართული ქარტიის ხელმომწერებთან შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს არის "დანის ჩარტყმა ამერიკელი და ევროპელი პარტნიორებისთვის".