ნათელაშვილის ფანჩატურის რეინკარნაცია, უცხოელი აგენტების პარტიული რეესტრი | კობახიძის რუსული პროპაგანდა პრეზიდენტის "ქართულ ქარტიაზე"

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტმა "უცხოელი აგენტების პარტიული რეესტრი" შექმნა. ამ ფორმით ის გამოეხმაურა "ქართულ ქარტიას" და ოპოზიციური პარტიების მიერ მასზე ხელმოწერას. 

"ზოგადად, როცა რაიმე პროექტი ჩავარდება, იმის თავიდან დაწყება არ არის ხოლმე მომგებიანი, თქვენ გახსოვთ ეს პროექტი არსებობდა ადრეც და მას უწოდებდნენ ნათელაშვილის ფანჩატურს და ამის რეინკარნაცია შემოგვთავაზა ახალ სალომე ზურაბიშვილმა. რეალურად სალომე ზურაბიშვილმა შექმნა უცხოელი აგენტების პარტიული რეესტრი, სხვა არაფერი არ შეიძლება ეწოდოს იმ სიას, რომელიც შედგა სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში", - თქვა კობახიძემ.

კობახიძე ამტკიცებს, რომ "ქართულ ქარტიაში" წარმოდგენილი გეგმა სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოშლის გეგმაა. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი