ოფშორების კანონი ძალაში შევიდა. რუსული კანონის მსგავსად ხელი მასაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოაწერა.
"ოცნების" პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო აღნიშნულ კანონპროექტზე 29 მაისს დაძლია.
საგადასახადო კოდექსში ცვლილებები "ქართულმა ოცნებამ" დააინიცირა და დაჩქარებული წესით განიხილა. ცვლილების თანახმად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორი) რეგისტრირებული საწარმოს აქტივების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები წესდება:
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აცხადებს, რომ ცვლილებების მიღების ინიციატივა აჩენს ეჭვს, რომ მიზანი სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის ოფშორული კომპანიების აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობაა. ორგანიზაციის 2021 წლის კვლევის მიხედვით ბიძინა ივანიშვილი 20 ოფშორულ კომპანიას ფლობდა.
კანონპროექტი მესამე მოსმენით 19 აპრილს მიიღეს, პრეზიდენტმა კი მას ვეტო 3 მაისს დაადო.