"კანცლერის განცხადება შეეხებოდა გერმანიაში კონკრეტულ სიტუაციას, თუმცა, ეს სიტყვები საყოველთაოა" | ფიშერის პასუხი "ოცნების" პროპაგანდას

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძის პროპაგანდისტულ ბრალდებებს გერმანიის ელჩი სოციალურ ქსელში პასუხობს: თარგმანს კი გერმანიის საელჩო ავრცელებს: 

პეტერ ფიშერი წერს: 

"დაზუსტება: 1. ქვემოთ მოვიყვანე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის სიტყვები და მივუთითე წყარო: @Bundeskanzler. ყველას შეუძლია კონტექსტის შემოწმება. 2. გერმანიის საელჩომ მედიის შეკითხვებს შემდეგნაირად უპასუხა: „კანცლერის განცხადება შეეხებოდა გერმანიაში კონკრეტულ სიტუაციას, თუმცა, ზოგადად, ეს სიტყვები საყოველთაო ხასიათისაა“. 3. ვფიქრობ, რომ კანცლერის სიტყვებს ეთანხმებით".

პეტერ ფიშერმა 2 ივნისს კანცლერ ოლაფ შოლცის მიერ გაკეთებული განცხადება გადააზიარა. შოლცი წერდა, რომ „ბოლო დღეებია პოლიტიკურად მოტივირებული შუღლი და თავდასხმები იზრდება და სიძულვილისა და ძალადობის მიმართ შემწყნარებლობა არ აქვთ".

გერმანიის ელჩს არ მიუთითებია, ვის ეხებოდა კანცლერის განცხადება, "ოცნების" წევრებმა კი  ფიშერის მიერ კანცლერის განცხადების გაზიარება „სპეკულაციად” შეაფასეს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი