გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთთან რუსი ოკუპანტები ე.წ. საზღვრის გადმოწევის სამუშაოებს აგრძელებენ. მავთულხლართები დასახლებულ პუნქტს სულ უფრო და უფრო უახლოვდება.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბადრი ბასიშვილი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ქართული მიწების მიტაცებას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.
მესამე დღეა, ხელისუფლების დუმილი კიდევ უფრო აქეზებს რუს ოკუპანტებს. ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, კიდევ მიიტაცეს ქართული მიწები და ამაზე რეაგირება არ აქვს არც ცენტრალურ და არც შიდა ქართლის ხელისუფლებას, - ამბობს ბასიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ხურვალეთთან ე.წ. ბორდერიზაცია 12 სექტებერს განაახლეს.