"ქართული ქარტია" და "ოცნების" ისტერია | პრეზიდენტის დოკუმენტი ხელმოწერილი და ძალაში შესულია

გამოქვეყნდა:

ეროვნული თანხმობა და "ოცნების" ისტერია. "ქართული ქარტია" ხელმოწერილი და ძალაში შესულია, რაც ხელისუფლების შიშს ამძაფრებს. ოლიგარქის პოლიტიკურ კლანს სიმშვიდეს ის პუნქტები ურღვევს, სადაც წერია, რომ სისტემა უნდა შეიცვალოს, ხელისუფლებაში ერთპიროვნულად აღარავინ მოვიდეს და ქვეყანა სრული სვლით ევროპისკენ უნდა წავიდეს. ამ მღელვარების პასუხად პოლიტიკურ მოედანზე პრემიერი კობახიძე გამოჩნდა და იერიში "ქართული ქარტიის" მონაწილეებზე მიიტანა. მთავარი ახლა ისაა, რომ ერთობის მანიფესტი სულ მალე ბრიუსელში იქნება - დოკუმენტის ჩატანას პარტნიორებთან პირადად სალომე ზურაბიშვილი გეგმავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი