ისკო დასენი | გაიცანით რუსულ კანონზე ხელმომწერი ერთ-ერთი დეპუტატი

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხი" განაგრძობს იმ დეპუტატების წარდგენას, რომლებმაც ქვეყნის ევროპული მომავალი საკუთარ კეთილდღეობასა და გავლენების შენარჩუნებაზე გაცვალეს. მოჩილი პარლამენტარების სიის ერთ-ერთი წევრი მილიონერი დეპუტატი ისკო დასენია. ე.წ. მდუმარე დეპუტატის ინიციატივები და საპარლამენტო გამოსვლები საკანონმდებლო ორგანოს თითქმის არ ახსოვს. 8-წლიანი პარლამენტარობის განმავლობაში მან საზოგადოებას თავი მხოლოდ რუსული რეპრესიული კანონის მხარდაჭერით დაამახსოვრა. ისკო დასენმა დეპუტატის მანდატის მიღებამდე ხუთი სხვადასხვა ბიზნესი შვილებს გადაუფორმა. დასენისა და მისი მეუღლის საკუთარებაშია ფასიანი ქაღალდები, სოლიდური თანხა საბანკო ანგარიშებზე, ბინები და ავტოფარეხში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი