ხელისუფლების გაფრთხილება და მუქარისშემცველი გზავნილი სამოქალაქო საზოგადოებას. "ქართულმა ოცნებამ" არასამთავრობო სექტორს, რომელიც რუსული კანონის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, დღეს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ რეპრესიული კანონი უკვე ძალაშია და მას უნდა დაემორჩილოს. უცვლელია სამიზნე აუდიტორიის პასუხიც, არასამთავრობო ორგანიზაციები ღირსებისშემლახავ რეესტრში დარეგისტრირებასა და რუსული წესებით მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ. პარალელურად, სამოქალაქო საზოგადოება განაგრძობს სამართლებრივ დავაზე მუშაობას, სარჩელი მალე საკონსტიტუციო სასამართლოში შევა.