"ჩემი გზავნილია - მაქვს თქვენდამი უდიდესი პატივისცემა, ვიცი, რამდენად მამაცები ხართ" | ჯო უილსონი ქართველ ხალხს

გამოქვეყნდა:

"ჩემი გზავნილი ქართველი ხალხისადმი შემდეგია: მე მაქვს თქვენი ერისადმი უდიდესი პატივისცემა და ვიცი, რამდენად მამაცები ხართ. მე ვიყავი თბილისში და ვნახე ეს ულამაზესი ქალაქი, სადაც ვნახე არაჩვეულებრივი და ნიჭიერი ადამიანები. მე ეს ვიზიტი ქართველ ჯარისკაცებთან ერთად მქონდა და მე მათი ავღანეთსა და ერაყში ბრძოლისთვის მადლიერი ვარ. ჩემი ბიჭებიც მსახურობდნენ ავღანეთსა და ერაყში და მეუბნებოდნენ, რომ მათ ქართველებთან ერთად მათ გვერდით ბრძოლა უნდოდათ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკელი ხალხის თბილ დამოკიდებულებას ქართველი ერისადმი",

- განაცხადა წარმომადგენელთა პალატას კონგრესმენმა და MEGOBARI Act-ის ავტორმა, ჯო უილსონმა ფორმულასთან.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი