მექსიკაში ქალაქ კოტიხას მერი, იოლანდა სანჩესი მოკლეს

გამოქვეყნდა:

მექსიკაში ქალაქ კოტიხას მერი, იოლანდა სანჩესი მოკლეს. მედიის ინფორმაციით, მას ცეცხლი 19-ჯერ გაუხსნეს.

სანჩესი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. დაღუპულია მისი პირადი მცველიც. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი ორგანიზებული დაჯგუფებაა.

ცნობისთვის, იოლანდა სანჩესი ქალაქის მერი 2021 წელს გახდა. გარდა ამისა, 2023 წელს იოლანდა სანჩესი ხალისკოს შტატში ვიზიტისას გაიტაცეს და სამი დღის განმავლობაში ტყვეობაში ჰყავდათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი