სოფელ მატანის საჯარო სკოლებში სწავლა გაურკვეველი ვადით გადაიდო

გამოქვეყნდა:

სოფელ მატანში, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ორ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დაუდგენელი დროით გადაიდო. ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში გაკეთდა.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კოვიდ ინფექცია ერთ- ერთ პედაგოგსაც დაუდასტურდა, რომელიც გორში, ქორწილში იმყოფებოდა. სადაც 120 კაციან ქორწილში 30 მათგანი მატანიდან იყო ჩასული. მისივე თქმით, ინფექცია გორში აჭარიდან შევიდა.

ამ დროისთვის სოფელ მატანში 11 ინფიცირებულია. ჯამში რეგიონში 23 შემთხვევაა.

ვითარების შეცვლის გამო, სოფელ მატანში დილიდან ორი სამედიცინო პუნქტი მოეწყო. სადაც ნებისმიერ მსურველს PCR მეთოდით ეპიდემიოლოგები ტესტირებას უტარებენ. ავტომობილებით გადაადგილებულ მოქალაქეებს კი თერმო სქრინინგი უტარდებათ.

ამ დროისთვის სოფელ მატანში 100 მეტი ადამიანია გატესტილი. კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი