თუ ვინმეს აქვს პრეტენზიები, კეთილი ინებოს და დამიჯდეს საჯარო დისკუსიაში | კობახიძე რუსულ კანონზე

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ რუსულ კანონზე ვერავინ ვერ წარმოადგინა არგუმენტები, თუ რატომ არ უნდა მიეღო მთავრობას ის. მისივე თქმით, ყველა გაექცა მასთან საჯარო დისკუსიას. 

კობახიძეს ჟურნალისტმა სთხოვა დაესახელებინა ერთი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს რუსულ კანონს, რაზეც კობახიძემ თქვა, რომ თუ ვინმეს პრეტენზიები აქვს, მას საჯარო დისკუსიაში "დაუჯდნენ".

"სანქციების უნდა ეშინოდეს მხოლოდ და მხოლოდ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, ეს არის ჩემი პირდაპირი გზავნილი... კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ვინმეს აქვს პრეტენზიები, კეთილი ინებოს და დამიჯდეს საჯარო დისკუსიაში, ვერ ბედავენ, გაურბიან საჯარო დისკუსიას, მაინც აგრძელებენ დაუსაბუთებელ კრიტიკას", - თქვა კობახიძემ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი