"21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები, ამაზე დიდი სირცხვილი რა შეიძლება ადამიანს შეეყაროს" | რუსული კანონის ხელმომწერი პაპუაშვილი საბანაძესა და ჩხიკვაძეზე

გამოქვეყნდა:

კონგრესში გამართული მოსმენის შემდეგ ქართულ ოცნებას ერთი მესიჯბოქსი აქვს. საქართველოდან მომხსენებლებს ნატალია საბანაძეს და ვანო ჩხიკვაძეს ისინი "სერგო ორჯონიკიძეებს" უწოდებენ. "ოცნება" ივანიშვილისა და  მისი ხელისუფლების დასანქცირების მოთხოვნას, ქვეყნის ღალატთან აიგივებს: 

„ჩვენ ვნახეთ 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები,  რომლებიც საკუთარ სამშობლოს ასმენენ სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში და რომლებმაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს დაკითხვის დროს სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს. ამაზე დიდი სირცხვილი რა შეიძლება ადამიანს შეეყაროს, არ ვიცი. მათ სრული ბუნება არის სერგო ორჯონიკიძესი, როგორც ის შემოუძღვა მე-11 არმიას საქართველოში, ასე უნდათ შემოუძღვნენ საქართველოში სანქციებს თუ რაღაც დასჯებს და ამისთვის ჩადიან სხვა ქვეყნის დედაქალაქში" ამბობს რუსული კანონის ხელმომწერი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

აშშ-ის კონგრესში გუშინ, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა განხილვის მთავარი თემა იყო. ჰელსინკის კომისიის მიერ ორგანიზებულ მოსმენაზე წარდგნენ საქართველოს მხრიდან მომხსენებლები, რომლებმაც კონგრესმენებთან დეტალურად ისაუბრეს იმ საფრთხეებზე, რომლის წინაშეც  ქართული ოცნება საკუთარ ქვეყანას რუსული კანონის მიღებით აყენებს. ითქვა ისიც, რომ რუსული კანონი მხოლოდ აისბერგის წვერია და ივანიშვილის ხელისუფლების  ყველა პოლიტიკური ნაბიჯი და ქმედება რუსული ხელწერაა. 

იხილეთ:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი