კობახიძე ჩინეთს, რომელმაც აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილებზე გაეროს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, მადლობას უხდის

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა გაერო-ს გენერალურმა ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუცია - "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". ამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა - ჩინეთმა. 

კობახიძემ ჩინეთს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ "მან შეინარჩუნა მანამდე დაკავებული პოზიცია". 

"გაერო-ს რეზოლუციაზე წლიდან წლამდე იზრდება მხარდამჭერების რაოდენობა, ამისათვის განსაკუთრებული მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც მუდმივ რეჟიმში მუშაობს, იმისათვის, რომ დევნილებთან დაკავშირებულ რეზოლუციას ჰქონდეს ფართო მხარდაჭერა.

შარშან პირველად ჩვენ მოვახერხეთ და სამნიშნა რიცხვით დავაფიქსირეთ მხარდაჭერა ამ რეზოლუციის მიმართ და წელს რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა, 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი ჩვენს რეზოლუციას. ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დამსახურება და მადლობა მინისტრს, მთლიანად სამინისტროს გაწეული საქმიანობისთვის, თითოეულ დიპლომატს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა.

რაც შეეხება ჩინეთს, მადლობა ჩინეთს იმისათვის, რომ მან შეინარჩუნა მანამდე დაკავებული პოზიცია. [...] ჩინეთი აღიარებს ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებს. გაეროს რეზოლუცია მაგას არ ეხებოდა. ჩინეთი მყარად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ჩინეთის ოფიციალური პოზიცია", - თქვა კობახიძემ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი