ნიღბები ჩამოხსნილია, [რუსული] კანონი არის მიმართულების შეცვლის სიმბოლო და ის მოიტანს შედეგებს | ცაჰკნა

გამოქვეყნდა:

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა რუსულ კანონს კიდევ ერთხელ ეხმაურება და წერს, რომ ის არის ქვეყნის მიმართულების შეცვლის სიმბოლო.

„ნიღბები ჩამოხსნილია. უცხოური აგენტების კანონით საქართველო მიდის არა ევროკავშირისკენ, არამედ პირიქით.

კანონი არის მიმართულების შეცვლის სიმბოლო და ის მოიტანს შედეგებს. ეს არის ის, რასაც ხაზს ვუსვამდი საუბრისას" წერს დიპლომატი.

 შეგახსენებთ, მარგუს ცაჰკნა ლატვიის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად 15 მაისს თბილისში იმყოფებოდა. 4 ქვეყნის დიპლომატიური უწყების პირველი პირები სწორედ რუსულ კანონთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე მივიდნენ რუსთაველის გამზირზე და ქართველ ხალხს და ქვეყნის ევროპულ გზას მხარდაჭერა გამოუცხადეს. იქამდე კი ოფიციალური შეხვედრები გამართეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, არ მიეღო კრემლის ინტერესებით ნაკარნახევი კანონი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი