ბაიდენი ზელენსკის მიმდინარე კვირაში საფრანგეთში, მომავალ კვირას კი იტალიაში შეხვდება

გამოქვეყნდა:

აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები, ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს ხუთშაბათს, ნორმანდიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდებიან. ინფორმაცია თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში - ჯეიკ სალივანმა დაადასტურა. 

მისი თქმით, ბაიდენს ზელენსკისთან შეხვედრის დროს ექნება საშუალება ისუბროს "უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზე და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია გავაგრძელოთ და გავაღრმავოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ".

ბაიდენი და ზელენსკი ნორმანდიაში მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისიებებზე ჩავლენ. იუბილეს ასევე დაესწრება მრავალი სხვა სახელმწიფოს მეთაური, მათ შორის ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი და კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდო. 

სალივანმა დასძინა, რომ ბაიდენი ასევე შეხვდება ზელენსკის G7-ის სამიტის დროს იტალიაში, მომავალ კვირას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი