"ჰა შენ კიკუ თუმანი და გაიხადე. და გაიხადეს...საბანაძე, ჩვენ რო გვექლესებოდა, იქ ვისაც ექლესებოდა ხედავდით" | ოდიშარია

გამოქვეყნდა:

"ოცნების" დეპუტატ ბექა ოდიშარიას მორიგი უხამსი და უცენზურო გამონათქვამები ოპონენტების მისამართით - ოდიშარია თავს ამჯერად ნატალია საბანაძეს და ვანო ჩხიკვაძეს დაესხა, რომლებიც გასულ ღამეს კონგრესში მოხსენებას ესწრებოდნენ. დეპუტატმა განსაკუთრებული სიძულვილის შემცველი და შეურაცხმყოფელი ლექსიკა სწორედ ქალი დიპლომატის მიმართ გამოიყენა: 

"თვალს ვადევნებდი ამ განხილვას და დილამდე ყურში ჩამესმოდა, ჰა შენ კიკუ  თუმანი და გაიხადე. და გაიხადეს ამ სულგაყიდულმა ადამიანებმა, რომლებიც კვლავ ითხოვენ საქართველოს დასანქცირებას, საკუთარი თანამემამულეების დასანქცირებას ... ვეუბნები საბანაძეს, ჩვენ რო გვექლესებოდა, მანამდე სააკაშვილს ექლესებოდა, ახლა გახარიას ექლესება, იქ ვისაც ექლესებოდა კი ხედავდით..." ამბობს ოდიშარია

აშშ-ის კონგრესში გუშინ, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა განხილვის მთავარი თემა იყო. ჰელსინკის კომისიის მიერ ორგანიზებულ მოსმენაზე წარდგნენ საქართველოს მხრიდან მომხსენებლები, რომლებმაც კონგრესმენებთან დეტალურად ისაუბრეს იმ საფრთხეებზე, რომლის წინაშეც  ქართული ოცნება საკუთარ ქვეყანას რუსული კანონის მიღებით აყენებს. ითქვა ისიც, რომ რუსული კანონი მხოლოდ აისბერგის წვერია და ივანიშვილის ხელისუფლების  ყველა პოლიტიკური ნაბიჯი და ქმედება რუსული ხელწერაა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი