"დაღალე რეჟიმი!" - ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტის მიმდებარედ მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე მოძრაობა "დაფიონის" წევრები არიან შეკრებილები. ახალგაზრდები "ქართული ოცნების" რუსულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ. ამბობენ, რომ რუსული კანონი, რომელიც მათ ცოტა ხნის წინ მიიღეს, ქვეყანას დასავლეთისგან აშორებს და რუსეთში მიჰყავს. მათი თქმით, ისინი გაჩერებას არ აპირებენ და ბრძოლას გამარჯვებამდე გეგმავენ.
აქციის მონაწილეები მსვლელობით ჯერ მთავრობის ადმინისტრაციასთან, შემდეგ კი "ქართული ოცნების" ოფისთან მისვლას აპირებენ.