ბათუმში, სამშობიაროში კორონავირუსით ინფიცირებული 7 ორსული მოათავსეს

გამოქვეყნდა:

ბათუმში, სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული 7 ორსული მოათავსეს. როგორც "მთავარს" სამშობიარო სახლის დირექტორმა უთხრა, ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მხოლოდ ერთ აქვს მსუბუქი ხველა. მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულები კლინიკაში გუშინ და დღეს შეიყვანეს, თუმცა სად და რა ვითარებაში დაინფიცირდნენ ისინი, სამშობიაროს დირექტორისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, რომ დღეს, კორონავირუსის 165 შემთხვევიდან 108 აჭარაში დაფიქსირდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი