მოსამართლემ ბაბაევის წინააღმდეგ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედება უკანონოდ ცნო, მიღებული ინფორმაცია კი დაუშვებლად

გამოქვეყნდა:

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ იოსებ ბაბაევის საქმეზე, 4-5 ივნისს ჩატარებული ყველას საგამოძიებო მოქმედება უკანონოდ ცნო. მოსამართლე ლევან დარბაიძის გადაწყვეტილებით, უკანონოა ბაბაევის პირადი და მანქანის ჩხრეკა, ასევე მანქანისა და ტანსაცმლის ამოღება - "ამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებული ინფორმაცია, ნივთები და საგნები დაუშვებელ მტკიცებულებებად იქნეს ცნობილი" აღნიშნა მოსამართლემ.

გორის სასამართლოში ჩხრეკის კანონიერებაზე მსჯელობდნენ, ვინაიდან ბაბაევის წინააღმდეგ სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებები მოსამართლის განჩინების გარეშე ჩაატარეს.  

მოსამართლემ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ გადაწყვეტილება განმარტა და ის დარღვევები ჩამოთვალა, რომელიც ბაბაევის დაკავებისას გამოვლინდა. მოსამართლე უშვებ, რომ ბაბაევის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას და ამბობს, რომ ეს ვარაუდი ვერ გაქარწყლდა ვერც წარმოდგენილი მასალებით და ვერც საგამოძიებო ოქმში ასახული გარემოებებით. 

"წარმოდგენილი მასალებით და სასამართლო განხილვის შედეგად დადგინდა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა საპროცესო კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით. იმ პირობებში, როდესაც კანონის მოთხოვნის შესაბამისად, არსებობდა აუცილებლობა რომ ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარებულიყო საგამოძიებო მოქმედების კანონიერება, ასახულიყო თითოეული მოქმედება ვიდეოჩანაწერით, ან გარეშე პირის დასწრებით, ამის ობიექტური შესაძლებლობა ნამდვილად არსებობდა. ეს მოთხოვნა დარღვეულია. 

ასევე საეჭვოა პირადი ჩხრეკის ოქმში სასამართლო პროცესზე გამოვლენილი გარემოება. აშკარად ოქმში ჩამატებულია კონკრეტული ფრაზა, რაც მანამდე წარმოდგენილ დოკუმენტში არ იყო და შეუძლებელია რომ ქსეროქსის აპარატით მოხდეს ისე გადაღება, რომ რაღაც კონკრეტული ფრაზა იქ არ მოხვდეს;

გარდა ამისა, ტანსაცმლის ამოღების დროს, საგამოძიებო ოქმის შედეგად და მიღებული განმარტებებით ვლინდება, რომ ამ მოქმედების დროს შესაძლოა ადგილი ჰქონდა ბრალდებულის მიმართა არაადამიანურ მოპყრობას, რაც ვერ გაქარწყლდა  როგორც წარმოდგენილი მასალებით, ასევე საგამოძიებო ოქმში ასახული გარემოებებით. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება რომელიც გითხარით" აღნიშნა ლევან დარბაიძემ.     

მან ბაბაევს მიმართა, რომ კანონით აქვს უფლება, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება

იხილეთ ასევე:

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი