ორმაგი მკვლელობა ვარკეთილში | ადვოკატის ცნობით, არსებობს ვიდეოჩანაწერი, რაც აღწერს ბრალდებულზე თავდასხმის ფაქტს

გამოქვეყნდა:

ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული იური კალანდარიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ დაფიქსირებულია მისი დაცვის ქვეშ მყოფზე თავდასხმის ფაქტი და ჩანაწერი ამოღებულია, თუმცა ჯერჯერობით გახსნილი არ არის. ადვოკატი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ კალანდარიშვილი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა:

"ყველა ადამიანს და მათ შორის დაკავებულ პირსაც უფლება აქვს, რომ იცავდეს საკუთარ თავსა და საკუთარ ოჯახს. მკვლელობა მოხდა მის სახლში, სცემეს და თავდაცვის მიზნით გამოიტანა შენახული სანადირო იარაღი, რომელსაც ართმევდნენ და მოხდა გასროლა. მას არავის მოკვლის სურვილი არ ჰქონია და ფაქტია, რომ მას არავისთვის იმის საფუძველი არ მიუცია, რომ ღამის საათებში მძინარე ოჯახთან მივარდნილიყვნენ და შეურაცხყოფა მიეყენებინათ.

ჩანაწერი ამოღებულია, ჯერჯერობით გახსნილი არ არის და სავარაუდოდ იქნება ისიც, რაც აღწერს მასზე თავდასხმის ფაქტებს." განაცხადა ადვოკატმა სულხან კომახიძემ 

ვარკეთილში, 2 პირის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტებით (ორი პირის განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, დაკავებულია იური კალანდარიშვილი, რომელსაც მეზობლად მცხოვრები 39 წლის ბაჩო ბაშარულისა და მისი მეგობრის, 40 წლის ნიკა არჩვაძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავებიან.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი