ირაკლი კობახიძე მოსკოვისადმი ლოიალურ დამოკიდებულებაშია მხილებული. საქართველოს პრემიერმინისტრი რუსეთთან პოლიტიკურ ფლირტს განაგრძობს და კიდევ ერთხელ ამჟღავნებს სიმპათიებს ოკუპანტი ქვეყნის მიმართ, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი და რომელიც ბორდერიზაციის პროცესს არ წყვეტს. ამჯერად ირაკლი კობახიძე მის მიერ მომზადებულ სამთავრობო ანგარიშში აიგონორებს ფაქტს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიებზე უკანონო ქმედებს ახორციელებს და არ მიიჩნევს საჭიროდ, ხელისუფლებამ შეიმუშავოს სტრატეგია და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, რუსეთმა შეწყვიტოს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. პრემიერის ანგარიში, რომელიც უკვე ჩენს ხელშია, პარლამენტს უახლოეს კვირებში წარედგინება.