გავლენიანი დეპუტატი ოლიგაქრის მშობლიური საჩხერიდან. სწორედ პაატა კვიჟინაძეს ანდო ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ქონების გადასარჩენად პარლამენტში ინიცირებული "ოფშორების კანონის" წარდგენა. დეპუტატი ივანიშვილის ახლო გარემოცვიდან ერთ-ერთია, ვინც უსიტყვოდ დაუჭირა მხარი რუსულ კანონს და ფსონი ისევ კრემლზე დადო. კვიჟინაძე ამ დრომდე მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს ოკუპანტ სახელმწიფოსთან და ქვეყნის მომავალსაც სავარაუდოდ რუსეთთან ერთად ხედავს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარისა და მისი ოჯახის კუთვნილებაშია ბინები მოსკოვში, მიწის ნაკვეთები, სახლები და ავტოფარეხი თბილისში...