ვერ მოიყვანთ ვერც ერთ ფაქტს, 2012 წლის შემდეგ, რომ ქვეყანაში ირღვეოდეს ადამიანის უფლებები | კალაძე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერი, კახი კალაძე ჟურნალისტებს ეუბნება, რომ ვერ დაასახელებენ ვერც ერთ ფაქტს, რომ 2012 წლის შემდეგ, საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვეოდეს და შეზღუდული იყოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.

მას ჟურნალისტებმა უთხრეს, რომ ამერიკის მიერ სანქცირებულთა შორის მოხვდნენ ძალოვანებიც, რომლებიც ძალადობდნენ მოქალაქეებზე, რაზეც კალაძე პასუხობს, რომ პოლიციას აქციებზე შესაბამისი რეაგირება ჰქონდა.

"ვისი უფლებები დაირღვა შეგიძლიათ ერთი ფაქტი მითხრათ, 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში ვისი, ვინ არიან ეს ადამიანები ვისი უფლებებიც დაირღვა?! ვისი, შეგიძლიათ მითხრათ? აქციებზე იყო ათასობით ადამიანი და იქ იყო ერთეული ადამიანები ვინც ძალადობდა და პოლიციას ჰქონდა შესაბამისი რეაგირება", - თქვა კალაძემ.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა - ანუ გამართლებულია პოლიციელის მხრიდან ძალადობა:

"რა თქმა უნდა, გამართლებულია, როდესაც ძალადობ პოლიციელზე, როდესაც აყენებ სიტყვიერ შეურაცხყოფას, როდესაც გინდა პარლამენტში შევარდნა, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს შესაბამისად კანონის ფარგლებში. [...] თქვენ ვერ მოიყვანთ ვერც ერთ ფაქტს, ვერც ერთ შემთხვევას, რომ 2012 წლის შემდეგ, რომ ქვეყანაში ირღვეოდეს ადამიანის უფლებები, შეზღუდული იყოს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, ბუნებაში არ არსებობს ამგვარი ფაქტები", - თქვა კალაძემ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი