ქორწილი უნდა იყოს ბედნიერი დღე და არა კლასტერის შექმნის ღონისძიება - თურნავა

გამოქვეყნდა:

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ ქვეყანაში სარიტუალო ღონისძიებებთან დაკავშირებული შეზღუდვები სრულად უნდა შესრულდეს.

ქორწილი წყვილის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე უნდა იყოს და არა - რომელიმე კლასტერის შექმნის ღონისძიება.

სარიტუალო ღონისძიებებთან დაკავშირებული შეზღუდვები სრულიად რაციონალურია და ახლა მოვითხოვთ, რომ პროტოკოლები იყოს მკაცრად შესრულებული, რადგან ეს თითოეული ჩვენგანის დაცვის ღონისძიებაა“, - თქვა თურნავამ.

 ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სარიტუალო ღონისძიებებზე 200 ადამიანზე მეტის შეკრება ღია ცისქვეშ, მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ 10 სექტემბრიდან აკრძალა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი