მატანში, 10 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

სოფელ მატანში ინფიცირებული პედაგოგის კონტაქტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს უკვე სოფელში მეთორმეტე შემთხვევაა.

ინფიცირებულია 10 წლის ბავშვი, რის გამოც, ანტიკრიზისულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და მატანის ორ საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი დისტანციური რეჟიმში გაგრძელდება.

სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი კახეთში, ირაკლი შიოშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის სულ 460 მსურველია გატესტილი, რომელთა პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

სოფლის შესასვლელ-გასასვლელში ორი სამედიცინო კარავია მოწყობილი.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი