დასანქცირებული ხელისუფლება | "ოცნების" ლიდერების ცინიკური პასუხები აშშ-ის სანქციებს

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი არსად ჩანს. ვაშინგტონის მიერ სანქციების გამოცხადების შემდეგ ირაკლი კობახიძეს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი წევრების მსგავსად დუმან სხვა მაღალჩინოსნებიც. ერთ-ერთი, ვინც მედიასთან გამოჩნდა, თბილისის მერი იყო. კახა კალაძე სანქციებზე საუბრისას ირონიის და გულგრილობის სტრატეგიას ირჩევს და ამტკიცებს, რომ ამ შეზღუდვებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. დედაქალაქის მერი პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესახებ საუბარსაც გაურბის და სანქციების მხოლოდ ტექნიკურ მხარეს განიხილავს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი