"მუსსკივრი"-თბილისის მერია სამდღიან კონცერტს აფინანსებს

გამოქვეყნდა:

თბილისის მერია კიდევ ერთ კონცერტს ატარებს. 14-15-16 სექტემბერს ორგანიზატორები სტუმრებს არტოს ბაღში, ქართული მუსიკის ფესტივალზე ეპატიჟებიან.

"მუსკივრი" და ქალაქ თბილისის მერია გეპატიჟებათ არტოს ბაღში 14 ,15 და 16 სექტემბერს 20 საათზე.
ფესტივალი სამ დღიანია და ყოველი დღე ძალიან საინტერესოდ არის დატვირთული. საღამოები იქნება გაჯერებული ქართული უკვდავი მელოდიებით" წერია ღონისძიების აღწერაში

თბილისის მერიაში "მთავარს" უთხრეს, რომ კონცერტი მათი დაფინანსებით იმართება, თუმცა ორგანიზატორები თვითონ  არ არიან. 

მათივე თქმით, ღონისძიებას 150 ადამიანზე მეტი ვერ დაესწრება, რადგან არტოს ბაღს მხოლოდ ერთი შესასვლელი აქვს და კონცერტზე შესვლას მხოლოდ ბილეთიანი სტუმრები შეძლებენ. მერიაში გვარწმუნებენ, რომ  უსაფრთხოების ზომები სრულად იქნება დაცული:

ეს არის ღია კონცერტი, შესვლა ხდება ბილეთებით, შესასვლელში იქნება დეზობარიერი, თერმოსკრინინგი, მსმენელს და მაყურებელს დაურიგდება პირბადეები. ადგილზე იქნება 150-მდე სკამი და ეს სკამები 2-მეტრიანი დისტანციით, ორგანიზატორებმა თავიდან ბოლომდე იზრუნეს, რომ მაქსიმალურად გაეთვალისწინებინათ რეკომენდაციები - ამბობს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი კულტურის საკითხებში,  ჯაბა სიხარულიძე "მთავართან" საუბარში

შეგახსენებთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მთავრობამ ხალხმრავალი ღონისძიებები აკრძალა, თუმცა თბილისის მერიამ ბოლო რამდენიმე დღეში ღია ცისქვეშ კონცერტებისა და გამოფენების ჩატარებაზე ნებართვა მაინც გასცა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი