ახალი შეზღუდვა თავდაცვით იარაღზე. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით გაზის იარაღის ტარების უფლების მიღება გართულდა. ამ გადაწყვეტილებით მსგავის ტიპის იარაღის შეძენა-რეგისტრაციის წესში ახალი მოთხოვნები შევიდა. თუ მოქალაქეს სურს გაზის იარაღის შეძენა და რეგისტრაცია, საჭიროა მომსახურების სააგენტოში წარადგინოს თანხმობა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოდან.