აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენი ორშაბათს, 10 ივნისს, ერევანში ჩავა - ინფორმაციას ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს და წერს, რომ მისი ვიზიტის მიზანია "წარიმართოს აშშ-სომხეთის სტრატეგიული დიალოგი, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი განიხილონ და შემდეგი ნაბიჯები დაგეგმონ".
მისივე ინფორმაციით, ო'ბრაიენი მთავრობის მაღალჩინოსნებს, ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.