ეს არის შიდა პარტიული გადაჯგუფება იმისთვის, რომ ოპტიმალურად იყოს გამოყენებული ენმ-ის ლიდერების შესაძლებლობები | ვაშაძე ცვლილებებზე

გამოქვეყნდა:

"მადლობა ლევან ხაბეიშვილს ძალიან რთულ პერიოდში უშიშარი ბრძოლისთვის. ის ნამდვილად საიმედო მეგობარი და თანამებრძოლია.
ლევანის ღირსებაზე მეტყველებს ის, რომ მას არასდროს უბრძოლია სკამისთვის და  მისი მოტივაცია ყოველთვის იყო, ყოფილიყო იქ, სადაც მისი გუნდისთვის იქნებოდა უკეთესი და ხალხს დასჭირდებოდა.  სწორედ ამაზე მიუთითებს მის მიერ მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილებაც. პირველ რიგში ვუსურვებთ მას მალე გამოჯანმრთელებას და ბრძოლის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას.
ვულოცავთ თინა ბოკუჩავას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  თავმჯდომარედ წარდგენას და ვუსურვებთ წარმატებებს ამ გადამწყვეტ  პერიოდში.
მან დაამტკიცა, რომ მართლაც არის უკომპრომისო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და დარწმუნებულები ვართ, რომ მისი გამოცდილება და უნარები ახალ იმპულსს მისცემს საერთო ოპოზიციურ ერთობას, თავის წვლილს შეიტანს რუსული რეჟიმის წინააღმდეგ საერთო ოპოზიციურ ბრძოლაში და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საქმეში. 
რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. ეს არის შიდა პარტიული გადაჯგუფება იმისთვის რომ ოპტიმალურად იყოს გამოყენებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების შესაძლებლობები. 
ჩვენ გვაქვს საერთო სამოქმედო გეგმა.  ჩვენ ვიცით, როგორ უნდა შევცვალოთ რეჟიმი და ეს ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით"

წერს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ენმ-ში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი