
რეპუტაციული ზიანის აღდგენის მცდელობა ბიუჯეტის ხარჯზე - ცნობილი ხდება ინფორმაცია ქართული ოცნების საზეიმო მიღების შესახებ, რომელსაც ოლიგარქის მთავრობა ბერლინში 21 ივნისს გეგმავს. ღონისძიების სტუმრებისთვის დაგზავნილი მოსაწვევების მიხედვით, მიღება ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს უკავშირდება, თუმცა ირკვევა,რომ ფეხბურთის ფედერაცია ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
მიღება ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ, სასტუმრო "ადლონშია" დაგეგმილი და მას მხოლოდ "ოცნებისთვის" სასურველი პირები დაესწრებიან, ვინაიდან მოსაწვევები არ მიუღიათ დიასპორის იმ წარმომადგენლებს, მათ შორის, ცნობილს ადამიანებს, რომლებიც გერმანიაში ცხოვრობენ და რომლებსაც "ოცნების" პოლიტიკის მიმართ კრიტიკული შეხედულებები აქვთ და ანტირუსული პოზიციით გამოირჩევიან.
მიღებას პრემიერი კობახიძე დაესწრება.
დღეს ცნობილი გახდა, რომ გერმანიაში მიემგზავრება შსს-ს დელეგაცია. როგორც უწყება აცხადებს, შერჩეული პოლიციელები ევრო 2024-ის უსაფრთხო ჩატარებაში მიიღებენ მონაწილეობას
ავტორი: ნინო ბალანჩივაძე