8 თვიანი მძევლობის დასასრული | IDF-მა ღაზაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, 4 ადამიანი გაათავისუფლა

გამოქვეყნდა:

ისრაელის ჯარებმა "ჰამასის" ტყვეობიდან ოთხი მძევალი გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სპეცრაზმმა ერთდროულად სპეცოპერაცია ჩაატარა "ჰამასის" ორ ობიექტზე ღაზას ცენტრალურ ნაწილში, ნუსეირატში. გადარჩენილი მძევლები არიან: ნოა არგამანი, ალმოგ მეირ ჯანი, ანდრეი კოზლოვი და შლომი ზივი.

პირველადი სამედიცინო შემოწმებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გათავისუფლებული მძევლები შემდგომი გამოკვლევებისთვის თელ ჰაშომერის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ტყვეები "ჰამასის" ტერორისტებმა 2023 წლის 7 ოქტომბერს, სუპერნოვას მუსიკალური ფესტივალიდან გაიტაცეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი