ბელგოროდში გაქცეული კოლაბორანტი, კუპიანსკის ყოფილი "მერი" დაჭრეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, დაჭრილია კუპიანსკის ყოფილი "მერი", კოლაბორანტი გენადი მაცეგორა.  ის საოკუპაციო ადმინისტრაციას იმ პერიოდში "ხელმძღვანელობდა",  როდესაც ქალაქი რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ იყო.

უკრაინის დაზვერვის ცნობით,  მაცეგორას 7 ივნისს, ბელგოროდის რეგიონის ქალაქ სტარი ოსკოლში, საკუთარ სახლთან ესროლეს და ის ახლა ახლა მოსკოვის საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომარეობაშია. 

რუსეთის ხელისუფლებას მაცეგორას მკვლელობის მცდელობაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, უკრაინის ჯარების მიერ კუპიანსკის დეოკუპაციის შემდეგ, მაცეგორა ბელგოროდში გაიქცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი