
როგორ გავხდეთ მოხალისე დამკვირვებელი? - უნდა შეავსოთ სპეციალური ფორმა, რომელიც ფეისბუქ ჯგუფ “დაიცავიში” აიტვირთება. არის მეორე ალტერნატივაც. ეს არის ჯგუფი “დააკვირდი”, სადაც სპეციალური სარეგისტრაციო ონლაინფორმა უკვე ატვირთულია.
თუმცა იყო დამკვირვებელი ეს დიდი პასუხისმგებლობაა. საჭიროა კანონმდებლობის კარგად ცოდნა, რადგან ოლიგარქიული რეჟიმი ყველაფერზე წამსვლელია და გაყალბების ყველა რისკი კი შესამცირებელი. ორგანიზაცია “ღია სივრცე კავკასია” (COS) მზად არის მოხალისეები გადაამზადოს და ის მთავარი ფუნდამენტი ასწავლოს, რა ცოდნაც არჩევნებზე დამკვირვებლისთვის გადაუდებლად საჭიროა. ამისთვის ორგანიზაცია ონლაინ სასწავლო პროგრამას გამოაქვეყნებს. მოხალისეებს მოამზადებს "სამართლიანი არჩევნებიც“, რომელსაც კენჭისყრის დღის დაკვირვების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მოხალისე დამკვირვებლების მომზადების იდეა რუსული კანონის მიღების შემდეგ გაჩნდა.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე