აკრედიტაცია, როგორც შურისძიების ინსტრუმენტი | პაპუაშვილის შემოღებული მედიის "ქცევის წესები"

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის მიღების შემდეგ ოლიგარქის დეპუტატები წყობიდან  ისე გამოვიდნენ და ისე აღიზიანებთ კორუფციასა და ამერიკულ სანქციებზე დასმული კითხვები, რომ ერთმანეთის მიყოლებით დაასანქცირეს და  საკანონმდებლო ორგანოში 1 თვით მუშაობა აუკრძალეს  "მთავარი არხის" ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს, "ტვ პირველის" ჟურნალისტებს მაკა ჩიხლაძესა და ნატა ქაჯაიას, ნახევარი წლით  კი  პარლამენტში თავის პროფესიულ საქმიანობას ვერ შეასრულებს "ფორმულას" ჟურნალისტი სოფო გოზალიშვილი. 

ჟურნალისტების დასანქცირება ოლიგარქის დეპუტატების მხრიდან შურისძიების ინსტრუმენტია, რომელიც ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველად თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შემოიღო. 

მესამე სექტორიდან პოლიტიკაში გადაბარგებულმა პაპუაშვილმა ისეთი დადგენილება შეიმუშავა, რომ მისი გასაჩივრების შესაძლებლობა ჟურნალისტებს არ აქვთ.

პაპუაშვილის მედიის ქცევის წესები ძალაში გასული წლის 1-ელ მარტს შევიდა.  მას შემდეგ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი კრიტიკული მედიის არაერთ წარმომადგენელს შეუშალეს. დუმს საკონსტიტუციო სასამართლოც, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა კონსტიტუციის მე-17 მუხლის დარღვევის დასადგენად მიმართეს, სწორედ ეს მუხლი იცავს გამოხატვის, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლებას.

ავტორი: ნინო ბალანჩივაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი