ვიქტორ სანიკიძე რუსულ კანონზე ყველა მოსმენისა და ვეტოს დაძლევის მხარდამჭერია. პარლამენტის მეათე მოწვევის წევრი ივანიშვილის შვილის ბერა ივანიშვილის კვოტით გახდა, რადგან ბერას მეგობარია და ამაზე არაერთ ტიკტოკ ვიდეოც მოწმობს. კალათბურთის ნაკრების ყოფილი კალათბურთელი და კალათბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი მილიონერია. ქონებრივი დეკლარაცია სანიკიძემ 2024 წლის თებერვალში შეავსო. გასულ წელს ოჯახში ორი ბინა და ორი ავტოფარეხი იყიდეს. დეკლარაციით ირკვევა, რომ დეპუტატი ფულს ევროპულ ბანკებს ანდობს. "ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, გასულ წელს მისივე სახელობის კალათბურთის აკადემიისთვის, ოლიგარქის დეპუტატს სახელმწიფოსგან სრულიად უფასოდ, 50 წლით, სასოფლო-სამეურნეო მიწა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადაუფორმეს.